პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის შეფასებით, საგამოძიებო კომისიები, რომელთა შექმნის ინიციატივით ოპოზიცია გამოდის, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
როგორც მანჯგალაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია იმ საკითხების შესასწავლად, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს ან არსებობს ინფორმაცია მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
„მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. არსებობს ინფორმაცია, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. იმისათვის, რომ აღნიშნულ თემაზე სპეკულაციები გამოირიცხოს, მნიშვნელოვანი და აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის გარდა, ოპოზიციის ინიციატივით პარლამენტის დღის წესრიგში დგას ანტიკორიფციული საგამოძიებო კომისიისა და 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი.