„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გამართეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ისინი ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს და ზედმეტად დარიცხულ გადასახადებს აპროტესტებენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა ეკონომიკისმინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს.
„ვიდრე ღარიბაშვილი ცოლს ტყეს ჩუქნიდა და ეს ხალხი მდიდრდებოდა, ჩვენს მოქალაქეებს ფაქტობრივად გაორმაგებული გადასახადები მიუვიდათ. ჩვენი მოთხოვნაა გაორმაგებული გადასახადები მოქალაქეებს დაუბრუნდეთ უკან. ის თანხა, რაც ამოიღეს, დაუბრუნდეს ხალხს. საუბარია დაახლოებით, 4-დან 6 მილიონზე, რომელიც ხალხს მოპარეს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.