ანონსი 8 თებერვალი

8 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

8 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი სოსო არჩვაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ლარი მყარდება - რა ფაქტორები ახდენს გავლენას ვალუტის კურსზე, როდემდე შეიძლება, გაგრძელდეს პროცესი და როგორ აისახება ინფლაციაზე. მოსალოდნელია, თუ არა ფასების კლება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

8 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოში მრეწველობა 2022 - ევროპული კვირეულის ღონისძიება გაიმართება.

მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/3KRe4aH

8 თებერვალს, 11:30 საათზე, იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

8 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ-კონფერენციას ოფიციალურად გახსნის.

8 თებერვალს, 12:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

8 თებერვალს, 12:00 საათზე, მოძრაობა „სოლიდარობის“ წევრები „თელმიკოს“ წინაღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ.

მის: გორგასლის 24

საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599 16 10 15

8 თებერვალს 12:00 საათზე, ამერიკული ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალში მედიატური ჩატარდება.

მის: ჭავჭავაძის გამზ. #82

საკონტაქტო: ნატა კიზივაძე - 599 28 06 06

8 თებერვალს, 13:00 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობა“ სემეკთან დაკავშირებით მასალებს გაასაჯაროებს.

მის: მიცკევიჩის N19

საკონტაქტო : ლაშა ფარულავა - 577 148 118

8 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.

8 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

8 თებერვალს, 14:00 საათზე, „დავითობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გელათის აკადემიაში „მეცნიერთა კონგრესი“ გაიმართება, 19:00 საათზე კი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერის თეატრში დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ჩატარდება.

8 თებერვალს, 16:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

8 თებერვალს, 18:00 საათზე, Zoom პლატფორმის გამოყენებით ონლაინ დისკუსია „როგორ განვსაზღვროთ საქართველოს ეროვნული ინტერესები უკრაინის კრიზისის ფონზე?“ გაიმართება.

მონაწილეებს მიმართავენ: საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი წარმომადგენელი კორნელი კაკაჩია; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე, ნონა მამულაშვილი, ელენე ხოშტარია, თეონა აქუბარდია, რუსული და ევრაზიული კვლევების დევისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტივენ ჯონსი,

დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: სარეგისტრაციო ლინკი

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა