ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე კანდიდატები პროცედურების სრული დაცვით შეარჩია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე კანდიდატები პროცედურების სრული დაცვით შეარჩია.

მისივე თქმით, რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედებს პარლამენტი, სადაც წარდგენილი კანდიდატების განხილვა ჯერ კომიტეტებში გაიმართება, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პოზიციაზე პრემიერ- მინისტრმა პარლამენტს ორი კანდიდატი წარმოგვიდგინა, რომლებიც აკადემიურ სფეროში საქმიანობენ და არიან პროფესორები. რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, ამ პოზიციაზე წარმოდგენილია ორი მოქმედი პროკურორი და ერთ-ერთი მათგანი მხარდაჭერილია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ. კონკურსის ფარგლებში წარმართული პროცესი პრემიერ-მინისტრის ქოლგის ქვეშ, იყო გამჭვირვალე, ყველა საკითხზე ვიყავით შეთანხმებული და შეჯერებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ასარჩევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე შერჩეული კანდიდატურები წარუდგინა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები შესთავაზა. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი კანონმდებლებს ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები წარედგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურები კი - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

აღნიშნული სამსახურები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა