გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის უნდა, რომ პარლამენტში მეორედ შემოსვლა გაამართლოს

სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის უნდა, რომ პარლამენტში მეორედ შემოსვლა გაამართლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ აქვთ და შესაბამისად, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არსებობს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგონა ახლა ამ კომისიის შექმნის ინიცირება, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს. მათ ეს არ სჭირდებათ რაიმე ახლის გამოსაკვლევად, სურთ პარლამენტში შემოსვლის მიზეზები გაამართლონ და გარკვეული პროცესები განავითარონ პარლამენტში. საზოგადოებაში სააკაშვილის მიმართ რომ კითხვები აღარ არსებობს, ეს საზოგადოებამ მაშინ უთხრა „ნაცმოძრაობას“, როცა ჯერ კიდევ ქუჩაში იყვნენ. მისი მხარდამჭერების უმრავლესობამაც უთხრა მათ, რომ ძალადობრივი პროცესები არ სურთ და ამიტომ ახლა „ნაცმოძრაობას“ სურს ქუჩის პროცესები პარლამენტში შემოიტანოს,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა