ლევან იოსელიანი - შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები სასამართლო სისტემაში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას შეაფასებენ და სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ. აღნიშნულის შესახებ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფში თითო პარტიიდან ორი ან ერთი დეპუტატი იქნება წარმოდგენილი.

„ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩვენ, პოლიტიკური ჯგუფები შევაფასებთ სასამართლოში გატარებულ რამდენიმე ტალღიან რეფორმას და დავდებთ ჩვენეულ შეფასებას და ხედვას. დაახლოებით თვის ბოლოს, ამ შეფასებებზე დაყრდნობით, ალბათ დავიწყებთ მსჯელობას, რა არის გამოსავალი. ფაქტია, ყველა სხვადასხვანაირად ვუყურებთ სასამართლოში ჩატარებულ რეფორმას, ვიღაც წარმატებულად თვლის, ვიღაც სრულ კრახად, ვიღაცას სხვა აზრი აქვს, ამაზე შევთანხმდით, რომ ამ ტიპის შეფასებებს ყველა პოლიტიკური პარტია თუ ჯგუფი თვითონ მოამზადებს და მერე განვიხილავთ ერთად ამ შეფასებებს.

დაინიცირებულია საკმაოდ დიდი პაკეტი ცვლილებების "ლელოს", გახარიას პარტიის, მმართველი გუნდის მიერ, ამაზე მიდის მსჯელობა, გაჩერდება თუ არა მათი განხილვა, მაგრამ ლოგიკურია, რომ შეფასების დოკუმენტი იქნება წინაპირობა, როგორი ცვლილებები გატარდება საბოლოოდ", - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები კონსულტაციებისთვის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ და სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გეგმაზე მსჯელობენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა