საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატები კონსულტაციებისთვის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ.
წინასწარი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის თემაა სასამართლო სისტემის რეფორმირება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის გეგმა, ფორმატი და დღის წესრიგი.
შეხვედრაში ოპოზიციიდან მონაწილეობენ: ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი, ანა ნაცვლიშვილი, იაგო ხვიჩია, პაატა მანჯგალაძე, ბადრი ჯაფარიძე, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხოლო უმრავლესობიდან - შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი და ალუდა ღუდუშაური.