საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კორონავირუსით დაინფიცირდა.აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დავით ზალკალიანი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ ფორმატში გააგრძელებს.