პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიქსერს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფება ასევე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სვენ მიქსერი საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეხვდება, რის შემდეგაც ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. სვენ მიქსერი საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც მოსმენა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაიმართება.
კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სვენ მიქსერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
ევროპარლამენტარი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და არასამთავრობო სექტორს.