ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილის საკითხზე კომისიაში შეიძლება მივიღოთ კიდეც მონაწილეობა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რა ხდებოდა რეალურად ამ მტირალა ადამიანის თავს

ეს არის ტაკიმასხარაობა, სხვა არაფერი, რასაც ვხედავთ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ამას არაფერი არ აქვს საერთო, არც უკრაინასთან და არც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასთან, ეს არის პოლიტიკური კეკლუცობის კლასიკური ნიმუში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი” განაცხადა.

მან ისაუბრა უკრაინის კრიზისის გარშემო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის თაობაზე და განაცხადა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ნაბიჯებს პოლიტიკურ სახელმძღვანელოებში შეიტანენ, თუ როგორი არ უნდა იყოს პარტია და პოლიტიკოსი.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებითვე, ყველას კარგად ახსოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნამოქმედარი.

„ეს არის ტაკიმასხარაობა, სხვა არაფერი, რასაც დღეს ვხედავთ მათი წარმომადგენლების მხრიდან. ამას არაფერი არ აქვს საერთო, არც უკრაინასთან და არც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასთან. ეს არის პოლიტიკური კეკლუცობის კლასიკური ნიმუში. დარწმუნებული ვარ, როდესაც დრო გავა, პოლიტიკურ სახელმძღვანელოებში შეიტანენ მათ საქციელს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი. რა საერთო აქვს იმ აქტივობას, რასაც ახორციელებენ? - არანაირი. როდესაც ვსაუბრობთ პასუხისმგებლობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, აქ არის ძალიან მარტივი მოცემულობა: როდესაც გუნდს ახსენებთ, იქვე უნდა ახსენოთ „ნაციონალური მოძრაობა“ - ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლების დროს არ დაუკარგავას ტერიტორიები, ქვეყანაში ომი არ ჰქონია და რაც მთავარია, ქვეყანას და საზოგადოებას მივეცით სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა.

საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის ეს ხალხი: ამათი ნაომარიც კარგად ვნახეთ, დიპლომატია და რესურსიც - გონებრივი შესაძლებლობა, მოქმედება, პოლიტიკა, - 2008 წელს ყველაფერი ვნახეთ და ამის შემდეგ ჩვენი ასობით სოფელი დაიკარგა, ქვეყანამ დაკარგა ტერიტორია, მოქალაქეები და ჩვენი გმირი სამხედროების გვამები მიატოვეს ბრძოლის ველზე. შემდეგ ისიც გვახსოვს, როგორ მოაწერეს ხელი რეზოლუციას, რომლითაც პირდაპირ დადანაშაულებულია ქართული მხარე აგრესიული ომის წარმოებაში. ახლა ამ პოლიტიკურმა სვავებმა იპოვეს დრო და იყენებენ ამას იმისთვის, რომ თავიანთი დისკრედიტირებული, ნულს ქვემოთ ჩამოსული რეიტინგით ხალხს თავი შეახსენონ, როგორმე წამოიწიონ და დააინტერესონ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ღუდუშაურის თქმით, „კომისიის შექმნა თვითმიზანი არ არის.“

„სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, თუ ასეთი რამ მოხდა, შეიძლება მივიღოთ კიდეც მონაწილეობა, რომ საზოგადოებამ ნახოს, ამ მტირალა ადამიანის თავს რეალურად რა ხდებოდა. ძალიან საინტერესო იქნება იმ ფაქტების გამომზეურება, რა ხდებოდა იმ დროს ციხეში და რა ხდება დღეს, როდესც მაღალი ხარისხის ფაფას მიირთმევს მოშიმშილე პრეზიდენტი“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა