„ევროპული საქართველო“ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს

„ევროპული საქართველო“ საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებას მოითხოვს. როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ფასების მკვეთრად ზრდა, მათ შორის საწვავზე, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„ახლა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი არის საწვავის ფასი, რაზეც არის პროგნოზი, რომ ის კიდევ 20 თეთრით გაიზრდება. მთავრობა ხელს საერთაშორისო პროცესებისკენ, საერთაშორისო ფასებისკენ იშვერს, რაც ნაწილობრივ სიმართლეა, საერთაშორისო ფასებზე ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას. როგორი იყო ლარის კურსი „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას, როგორი იყო მაშინ საერთაშორისო ფასი საშუალოდ ბენზინზე დოლარში და შეგიძლიათ ნახოთ, რა ვითარებაა ახლა. ახლა შეგვიძლია მარტივად დავითვალოთ, რა იქნებოდა დღეს საწვავის ფასი, რომ არა ივანიშვილის პოლიტიკა, რომ არა ლარის გაუფასურება და რომ არა გადასახადის ზრდა, რომელიც ამ რეჟიმმა 2016 წელს გაზარდა. ახლა 3 ლარსა და 20 თეთრზე მეტი იქნება მალე საწვავზე სავარაუდოდ საშუალო ფასი. რეალურად, ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო 1,5 ლარზე ოდნავ მეტი გვქონოდა ფასი", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ საწვავის ფასი შემცირდეს, აქციზის გადასახადი სწრაფად უნდა გაუქმდეს.

„შეგვიძლია აქციზი სწრაფად გავაუქმოთ და მყისიერად მივიღებთ იმ შედეგს, რომ 2 ლარსა და 80 თეთრამდე დაეცემა ფასი. ეს არ არის დაპირება, რომ რაღაც ციდან ჩამოვარდება, როგორც ივანიშვილის რეჟიმი ჰპირდებოდა რაღაც ზღაპრებს ხალხს, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში მოსვლისას. კონკრეტული ნაბიჯია, რომლის გადადგმასაც მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ჩვენს მოქალაქეებამდე მივიტანოთ ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ თავი დაანებონ კერძო ბიზნესის სამიზნეში ამოღებას და ბენზინგასამართ სადგურებთან აქციებს. სამიზნე უნდა იყოს მთავრობა. ჩვენ ეს გზავნილი 1 წლის წინ გვქონდა და ვპროგნოზირებდით, რომ მდგომარეობა დამძიმდებოდა. გამოსავალი არის მხოლოდ ზეწოლა ამ სამარცხვინო და პოლიტიკურად არალეგიტიმურ მთავრობაზე, იქნებ შეეშინდეთ და ვაიძულოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადადგან. კერძო ბიზნესის სამიზნეში ამოღება ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია “,- განაცხადა ბოკერიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა