ვფიქრობ, არსებობს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი, ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო კომისიამ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ასევე ვერ ხედავს პრობლემას, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს.
"მე მხარს ვუჭერ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგან ვფიქრობ, არსებობს შესაბამისი დასაბუთებული მტკიცებულებები, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, რამდენად ჰქონდა წამებას ადგილი ეს უნდა დაადგინოს საგამოძიებო კომისიამ. ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, ეს დაადგინა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და მისი უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა ომბუდსმენმა. ჩემთვის ამ ორი უწყების მოწოდებული ინფორმაცია საკმარისია, რომ თანხმობა განვაცხადო კომისიაზე. როგორც წარიმართება კომისიის მუშაობა და რა როლი ექნება „სტრატეგია აღმაშენებელს“, ამაზე გვჭირდება მეტი ინფორმაცია საკითხის ინიციატორისგან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მოწვევასთან დაკავშირებითაც,"- განაცხადა მანჯგალაძემ.