თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა თუ ის შეიქმნება, ისინი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.
„თუ საგამოძიებო კომისიას შექმნიან, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ სიმართლეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერი იქნება. რადიკალურ ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, ამას მეტი მიზანი არ გააჩნია. ჩვენ არ ვთვლით, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ თვლიან, ამის გაკეთების საშუალება აქვთ,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.