გრიგოლ ვაშაძე - ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა-გამოსვლა, ისევ შესვლა - პარლამენტში ან ხარ ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გაუთავებელი ბოიკოტი, შესვლა-გამოსვლა, ისევ შესვლა - პარლამენტში ან ხარ, ან არა, ნახევრად ორსულად არ შეიძლება ადამიანი იყოს,- ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულებას.

ამასთან, ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მხარს დაუჭერს.

„როცა პოლიტიკურ ბრძოლაში ხარ ჩაბმული და ამომრჩეველს ხმებს სთხოვ, შემდეგ ამ ხმებს რეალიზაცია უნდა და 2020 წელს რა გავაკეთე, გახსოვთ. პარლამენტში მუშაობა ორსულობასავით ან ფულივით არის - ან გაქვს ან არ გაქვს. ოპოზიციის ყველა წევრის ხმა უნდა ისმოდეს პარლამენტში, ყველა ერთად უნდა მოქმედებდეს, რომ ის კრიზისი, რაც მინიმუმ 6 წელია მძვინვარებს საქართველოში პოლიტიკაში, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად გადავლახოთ,"- განაცხადა ვაშაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა