თამარ გაბუნია - მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, იყო საკმაოდ ძლიერი და არის

მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა იყო საკმაოდ ძლიერი და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად, ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, პანდემიის მართვის მოდელზე დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რათა ქვეყნებმა ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ.

"ყველას გვესმის, რომ პანდემიის მართვა ძალიან რთული პროცესია. ამას სჭირდებოდა მულტისექტორული და არაკომპლექსური ჩარევა. ვფიქრობ, მალე კიდევ დამატებითი დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზი გაკეთდება, რადგან მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ გაკეთდეს შუალედური შეფასება, არა იმისთვის, რომ ხარვეზები მაინცდამაინც გამოვლინდეს, არამედ იმისთვის, რომ გამოცდილება გაზიარდეს და ქვეყნებმა დაინახონ ვინ, სად, როგორ, რას პასუხობდა.

ამ შემთხვევაში მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, საკმაოდ ძლიერი იყო და არის. ეს პანდემიის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპზე გამოიცადა და ვფიქრობ, ბატონი თენგიზის კომენტარი ძირითადად ამ მოდელის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას შეეხებოდა.

რა თქმა უნდა, კლინიცისტები სხვა დროსაც საუბრობენ და ზოგადად, ყველა საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია მეტი აქცენტი იმ წესების დაცვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. თუმცა, რა თქმა უნდა საფუძვლიანი ანალიზი ამისი კიდევ ჩატარდება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ განაცხადა, რომ პანდემიის მართვისას შეცდომები იყო და ზოგადად, პანდემიის მართვა "ხელიდან გაგვექცა". მისივე თქმით, საქართველოში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა