კობა ნაყოფიას განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება, რა ფორმით გამოხატავს მიხეილ სააკაშვილი პროტესტს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნაყოფიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ულტიმატუმთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს.

როგორც ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ულტიმატუმისა და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

„მინდა გითხრათ, რომ ულტიმატუმი არსად გამქრალა. სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს და მისი საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი, როდესაც რამეს იტყვის, აუცილებლად ასრულებს, თანმიმდევრულია თავის გადაწყვეტილებებში, რასაც უახლოეს დღეებში მოგახსენებთ.

რა ფორმით გამოხატავს ის პროტესტს უახლოეს დღეებში გაიგებთ. ამ თემაზე საუბარი გვქონდა, იქნება მისი გადაწყვეტილება და ამის შესახებ თქვენ გეცნობებათ, ალბათ ხვალ, ზეგ და ა.შ“. - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადად იანვრის ბოლო დაასახელა. სააკაშვილის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება, იანვრის თვის ბოლომდე, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა