სერგო ჩიხლაძე - ახლა უკვე გადავიდნენ ტყეების, გზების, მთების მითვისებაზე - მომხვეჭელობა, რაც თანამდებობის პირებს და „ოცნების“ ლიდერებს აქვთ, მათ ხელწერად იქცა

მათი მადა და მომხვეჭელობა ვერ დაკმაყოფილდა, ისინი სხვადასხვა კომპანიის, სხვადასხვა ტენდერის, სახელმწიფო დაფინანსების „დათრევის“ გარდა, ახლა უკვე გადავიდნენ ტყეების, გზების, მთების მითვისებაზე და ეს არ არის პირველი შემთხვევა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობაში გადაეცა.

მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოძიების გარეშეც უნდა დადგეს, თუმცა მოვა დრო როცა პოლიტიკურის გარდა სხვაგვარი პასუხისმგებლობაც დადგება.

„ჩვენ ვნახეთ იგივე ნარმანის ცოლის კომპანიასთან დაკავშირებით, ჩვენ ვნახეთ, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილმა მთელი ტყეები და ნახევარი საქართველო დაისაკუთრა, ღარიბაშვილმა ნახევარი ტყე დაუსაკუთრა საკუთარ მეუღლეს და ა.შ. ეს არის მათი გაუმაძღრობა და ის ავადმყოფური მომხვეჭელობა, რაც სამწუხაროდ, ჩვენი თანამდებობის პირებს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს აქვთ და ეს უკვე მათ ხელწერად იქცა, სამწუხაროდ.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოძიების გარეშეც უნდა დადგეს. ნორმალურ ქვეყნებში ჩვენ ვხედავთ, რომ არასწორი გამონათქვამის გამოც კი ან არასწორი განცხადების გამოც კი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროპაში, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში, პოსტებს ტოვებენ და აქ ამ შემთხვევაში, აშკარად საქმე გვაქვს უკანონობასთან, კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან და სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიტაცებასთან. რა თქმა უნდა, აქ უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მოვა დრო სხვა სახის პასუხისმგებლობაც დადგება, იმედი მაქვს,“- განაცხადა ჩიხლაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა