ვთქვათ, პოზიტიურად განვეწყოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი მართლა ხედავს პრობლემას, მას არ აქვს არც რესურსი, არც საკმარისი ნება, რომ თვითონ იმოქმედოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიასთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ინიციატივა, როგორც მოსალონდელი იყო, დაკავშირებული იქნებოდა ზოგად დისკუსიასთან.
„მე რომ ვიყო პოზიტიურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი მართლა ხედავს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ფავორიტია და მისი არჩეულია, მას არ აქვს არც რესურსი, არც საკმარისი ნება, რომ თვითონ იმოქმედოს.
„ევროპული საქართველო“ თავიდანვე ამას იძახდა და გვიკვირდა, როცა სხვებს იმედი ჰქონდათ, რაღაც გარღვევის, როცა თავად პრეზიდენტი პატიოსნად გვეუბნებოდა, რომ ეს არ შედის არც მის ამოცანებში, შესაძლებლობებსა და მიზნებში, ეს სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა“, - განაცხადა ბოკერიამ.