გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე  -  სურათი აჩვენებს სრულ  პოლიტიკურ  გულის აცრუებას, რაც ოპოზიციის არათანმიმდევრულობის  შედეგია - როცა ვითომ არ ყოფილა გუშინ  წინ რა თქვი, ვითომ არ ყოფილა „ბოლომდე ვიბრძოლებ“

ეს კვლევა ვერ იქნება ადეკვატური, როცა ამხელა პროცენტი არ გპასუხობს. ეს სურათი არის კომბინაცია ზოგ შემთხვევაში შიშისაც, მაგრამ ამასთან ერთად პოლიტიკური სრული გულის აცრუების, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანას, რომ „სიძულვილის ნიაღვარში ყველაფერი ჩაახშოს“ ოპოზიციური პარტიების არათანმიმდევრულობა უწყობს ხელს.

„ეს არის ამოცანა ივანიშვილის რეჟიმის, რომ ცილისწამების და სიძულვილის ამ ნიაღვარში ყველაფერი ჩაახშოს და სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ამას ხელი შეუწყვეს თავისი არათანმიმდევრული ნაბიჯებით - გუშინ ნაგვის ყუთს ამხობდი თავზე ადამიანს, ვისაც სხვა პოზიცია ჰქონდა, მაშინ სხვათა შორის „ევროპული საქართველო" ამის წინააღმდეგი ვიყავით და არ ვეთანხმებოდით ამას, არასწორი იყო ასეთი მოქცევა, იგივე სალომე სამადაშვილს ტალახს ესროდნენ და მოღალატეს ეძახდნენ. მე არ ვეთანხმებოდი და არ ვეთანხმები მის პოზიციას, მაგრამ ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ მერე, როცა სამ დღეში შენ თვითონ იმავეს იზამ, ვითომ არ ყოფილა გუშინ წინ რა თქვი, ვითომ არ ყოფილა „ბოლომდე ვიბრძოლებ“. ასე მოიქცნენ ბევრ საკითხში. ამით ხელს უწყობენ ივანიშვილის რეჟიმს.

ეს კვლევა ვერ იქნება ადეკვატური, როცა ამხელა პროცენტი არ გპასუხობს, ეს არ არის წარმომადგენლობითი ბოლომდე. ეს სურათი, რომ არ იძლევიან პასუხს, არის კომბინაცია ზოგ შემთხვევაში შიშისაც, მაგრამ ამასთან ერთად პოლიტიკური სრული გულის აცრუების და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ აუცილებლად. მხოლოდ თანმიმდევრულობა და პრინციპულობა არის ასეთ რეჟიმებთან ბრძოლისას სწორი გზა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 41% კი არც ერთ პარტიას.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა