როდესაც სხვებს ეძახი „პუფებს", ამხელ და თავზე ნაგვის ყუთებს ახურავ, შემდეგ შენ თვითონ იმავეს აკეთებ, ამით ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებ, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას.
გიგა ბოკერიას შეფასებით, ოპოზიციას "ივანიშვილის რეჟიმის” წინააღმდეგ სიმტკიცის ჩვენება სჭირდება, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა” ამის საპირისპიროს აკეთებს.
„სწორედ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ივანიშვილის პროპაგანდას და უიმედობას პოლიტიკური პროცესის მიმართ, როდესაც სხვებს ეძახი "პუფებს", ამხელ და თავზე ნაგვის ყუთებს ახურავ, შემდეგ შენ თვითონ იმავეს აკეთებ, ამით ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებ. ივანიშვილის რეჟიმის მიზანი სწორედ ის არის, რომ პოლიტიკა თუ საზოგადოებრივი ცხოვრება არის ტყუილი, უპრინციპობა და კონიუქტურას აყოლა, ოპოზიციას სჭირდება ამის საპირისპირო სიმტკიცის ჩვენება, "ნაციონალური მოძრაობა" ამის საპირისპიროს აკეთებს სამწუხაროდ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.