გიგა ბოკერია - როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია ამას ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ არ უნდა ვეცადოთ სიტუაციის შელამაზებას

რომც ეხსენებინათ რუსეთი უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში, ეს იქნებოდა სახის შენარჩუნების შანსი, მაგრამ შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან მაშველი რგოლის გადაგდება. როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია ამას ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ არ უნდა ვეცადოთ სიტუაციის შელამაზებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პარლამენტში შემუშავებული რეზოლუცია "ქართული ოცნების” სტანდარტითაც კი სამარცხვინო ნაბიჯია და მაგრამ "სანამ ამ სამარცხვინო გაუგებრობას გამოვცვლით”, უკრაინას ჩვენი ხმა ყველა ასპარეზზე უნდა გავაგონოთ.

"უკრაინა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, ამიტომ ყველა ნორმალური პოლიტიკური ძალის ინტერესია კომუნიკაცია ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ახლა განსაცდელშია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრებულია იმ სირცხვილით, რაც გვაჭამა ჩვენმა მთავრობამ ყველას თვალში. ამას ოპოზიციის აქტიურობა ვერ გამოასწორებს, ვიდრე მთავრობას არ გამოვცვლით, მაგრამ ვიდრე გამოვცვლით ამ სამარცხვინო გაუგებრობას, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ ყველა ასპარეზზე სადაც შეგვიძლია.

ეს რეზოლუცია "ქართული ოცნების" სტანდარტითაც კი სამარცხვინო ნაბიჯია, ამ ფაქტს ნორმალური საპარლამენტო რეზოლუციაც ვერ უშველიდა, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ავალდებულებდა, რომ ემოქმედა. მაგრამ, ესეც ვერ გაბედეს ისეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არიან, რაც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. რომც ეხსენებინათ რუსეთი უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში, ეს იქნებოდა სახის შენარჩუნების შანსი, მაგრამ შეცდომაა ოპოზიციის მხრიდან მაშველი რგოლის გადაგდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი არ მოქმედებს, საპარლამენტო რეზოლუცია ამას არ ჩაანაცვლებს, ამიტომ არ უნდა ვეცადოთ შელამაზებას სიტუაციის”, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა