ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს უკრაინის ელჩს შეხვდებიან. უკრაინის საელჩოში 14:00 საათზე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი. საუბრის მთავარი თემა უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია იქნება.
მანამდე, 13:00 საათზე, უკრაინის საელჩოში ელჩთან შეხვედრას „ევროპული საქართველოს" ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი გამართავენ.