რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა.
როგორც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთი რჩება თავისუფლების მოყვარე ქვეყნების მტრად მსოფლიოში.
"ყველგან, სადაც არის თავისუფლების გამოწვევა, რუსეთი დგას ბოროტების მხარეს. ის არის საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიის ღირსეული მემკვიდრე. ყველა საზოგადოება, რომელსაც თავისუფლება სურს, ვალდებულია, რომ როდესაც რუსეთი ასე აგრესიულად თავს ესხმის ნებისმიერ სხვა თავისუფლების მოყვარე ერის სუვერენიტეტს, ამაზე ხმა აიმაღლოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს", - განაცხადა ბოკერიამ.
პარტიის წევრებმა შენობის კედელზე სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლიც გაუშვეს.