ანონსი 27 იანვარი

27 იანვარს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

27 იანვარს, 11:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი და მისი ადვოკატი საგაგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ლაშა ჩხარტიშვილის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სისხლის სამართლის საქმის განხილვა იგეგმება“.

მის: თბილისის საქალაქო სასამართლო.

საკონტაქრო: ელენე ბერიძე - 597 001 923; ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80, 593 941 942.

27 იანვარს, 11:00 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო აქტივისტებს აერთიანებს.

მის: ცურტაველის N2, „Hotel Sole Palace Tbilisi • სასტუმრო სოლე პალასი“

საკონტაქტო: ვასო ურუშაძე - 599 024 021, ანი გაბელია - 551 633 644

27 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 იანვარს, 12:00 საათზე, ფრაქციის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგამოძიებო მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე შეხვდებიან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

27 იანვარს, 13:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი უკრაინის საელჩოში ელჩს შეხვდებიან.

მის: ჭავჭავაძის 76

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე +995 597 040 608 მაკუნა ჟვანია +995 599 434 308

27 იანვარს, 14:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპელი სოციალისტების“ პრესკონფერენცია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ადგილი: პარლამენტის B კორპუსი, III სართული (პლენარული სხდომის დარბაზის წინ)

27 იანვარს, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი გაიმართება.

27 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გააპროტესტებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი არ არის ნახსენები.

27 იანვარს, 16:00 საათზე, ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის პერსპექტივებზე, ონლაინ-დისკუსია გაიმართება.

მომხსენებლები იქნებიან - AGECF მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხების უფროსი მაიკლ ჰონიგსტეინი. ონლაინ შეხვედრის სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3fIam55

თემა: ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

27 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული).

27 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „ისრაელის სახლის“ მიერ ორგანიზებული ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო: 591206900; 593944432

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა