ირაკლი კოვზანაძე - დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება

ევროპული სტანდარტების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ სფეროში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯი პარლამენტმა გასული წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა, რომლის თანახმად 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სიტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ ოთარ ძიძიკაშვილისგან ინფორმაცია მოისმინა, თუ როგორ მიმდინარეობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის პროცესი. „ამ ეტაპზე საბანკო სექტორში განთავსებული ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 20, 2 მილიარდ ლარზე მეტია, აქედან დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 4,5 მილიარდ ლარს აჭარბებს, სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შედეგად 2022 წლის ბოლოსთვის, თითქმის 5 მილიარდი ლარი იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სიტემაში იურიდიული პირები ჩაერთნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა