ეკა ბესელია - პრეზიდენტმა ისაუბრა მის გეგმაზე და ხედვაზე ეროვნული თანხმობის პროცესში - უახლოეს დღეებში გამოგვიგზავნის საკითხებს

პრეზიდენტმა ისაუბრა მის გეგმაზე, ხედვაზე ამ გრძელვადიანი ეროვნული თანხმობის პროცესში, იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ - გამოიკვეთა, რომ ეს იქნება საკმაოდ გრძელვადიანი და რთული პროცესი - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

„პრეზიდენტს სურდა, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო სამუშაო პროცესის ნაწილი და მან ისაუბრა მის გეგმაზე, ხედვაზე ამ გრძელვადიან ეროვნული თანხმობის პროცესში, როგორ ხედავს შემდეგ ეტაპებს. უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო, სადაც უბრალოდ იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ. რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ეს იქნება საკმაოდ გრძელვადიანი და რთული პროცესი, რადგან მოიცავს პირველ რიგში ფაქტების და მოვლენების შეფასებას, დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან დამთავრებული დღევანდელ დღემდე და ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თემები და მოვლენები რომ გახდეს ამ შეფასების პროცესის ნაწილი. მეორე ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადმიანი იყოს ჩართული ამ პროცესში საზოგადოებისგან, რადგან საზოგადოებისგან იყოს მხარდაჭერილი პროცესი და მას ამის სურვილი აქვს.

უახლოეს დღეებში გამოგვიგზავნის საკითხებს, შემდგომ ალბათ, იქნება თემატური ჯგუფები და ამ ჯგუფებში იქნება სამუშაო პროცესი და საბოლოოდ დავინახავთ უკვე რა თემის პრიორიტეტიზაცია მოხდება. ეს ჯგუფები არ იქნება პარტიული ნიშნით იქნება თემატურად, ჯგუფებს ეყოლება მოდერატორები. დღეს და აი, ამ წუთას არსებული უმწვავესი საკითხები მოგვარდეს დღესვე, ამ ილუზიის შექმნა არ არის სწორი - ამ მოლოდინის შექმნა არ იქნება სწორი, რასაც მან ხაზი გაუსვა და თქვა. ამას აქვს უფრო გრძელვადიანი მიზანი, პირველ რიგში ფაქტების შეფასება და გამოსავლის ძიება, თუმცა ასევე, თქვა მან, რომ არ არის გამორიცხული ასევე შუალედში კონკრეტული საკითხებიც დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში. დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე არ გვისაუბრია“, - განაცხადა ბესელიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა