თენგიზ ცერცვაძე - დღეისთვის კოვიდის 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება, მაგრამ პრობლემა პაციენტების ნაკადების მართვაში ჯერჯერობით არ ყოფილა

მოსახლეობას მინდა მივმართო, ნუ იქნებიან იმის იმედზე, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ყველა შემთხვევაში, სიმპტომები როგორც კი ექნებათ, გაიარონ ტესტირება - პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ომიკრონი“ დაგიდასტურდება თუ „დელტა“ მკურნალობაში სერიოზული განსხვავებაა. დაუჯერეთ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და მიმართეთ კლინიკას რაც შეიძლება მალე, რაც იმის გარანტიაა, რომ ავადმყოფები არ დამძიმდებიან, არ მოხვდებიან რეანიმაციაში და არ დამთავრდება ცუდი შედეგით ავადობა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღეისათვის კოვიდის 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვაქვს, რაც ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს უახლოვდება.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ „ომიკრონმა“, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩვენზე ადრე გავრცელდა, ყველა ქვეყანაში მოხსნა ისტორიული რეკორდების რაოდენობა, „ომიკრონი“ ძალიან იოლად და სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, 8700 შემთხვევა, რომელიც ჩვენთან იყო და ჯერჯერობით ჩვენთვის ყველაზე მაღალი რიცხვი იყო, არ იქნება ბოლო. უახლოეს დღეებში ველით შემთხვევით კიდევ უფრო მეტ მატებას, როგორც ეს მოხდა მთელს მსოფლიოში.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ ნამდვილად ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს და პროცენტულად უფრო დაბალ სიკვდილიანობას, იმის ხარჯზე, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე იყო „დელტას“ დროს, ჯამურად მაინც ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც იზრდება და სიკვდილიანობის შემთხვევებიც.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჩვენთან მაქსიმალური მზაობაა. თქვენ იცით, კლინიკური სექტორი ყველაზე მძიმე პერიოდშიც იყო სათანადო სიმაღლეზე, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არცერთი ავადმყოფი არ რჩებოდა და არ რჩება არც დღეს ექიმის გარეშე. ყველა, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ საათის განმავლობაში ჰოსპიტალიზებულია. არ ყოფილა ჩვენთან შემთხვევა, რომ ვინმეს დაუგვიანდა ჰოსპიტალიზაცია ან საერთოდ დარჩა უექიმოდ.

დღეისთვის ჩვენ გვაქვს 60 ათასი აქტიური შემთხვევა კოვიდის, რაც უახლოვდება ჩვენს ისტორიულ მაქსიმუმს, 62 ათასი იყო ყველაზე მეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერჯერობით არავითარი პრობლემა პაციენტების ნაკადების მართვაში არ ყოფილა, ჯანდაცვის სამინისტრომ 60 ონლაინ კლინიკას, რომელიც ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული და მკურნალობენ ბინაზე დარჩენილ პაციენტებს, დაამატა კიდევ 40. უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული, ყველა მათგანი მომზადებულია, გავლილი აქვთ ტრენინგი. კლინიკებში 8 000 საწოლია მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში მეტი იქნება და რაც ყველაზე მთავარია იმ უახლესი, სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტებით, რომელზეც მე ბოლო ორი თვეა სისტემატიურად ვლაპარაკობ, შედეგი უკვე სახეზეა, სიკვდილიანობის რაოდენობა განახევრდა და კიდევ უფრო მეტად მოიკლო. დღეს იყო 27, რაც ცოტა არ არის, მაგრამ სად 80 და სად 27“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სექტორს, შეინარჩუნონ მდგრადობა და მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს.

„მე, რაც მინდა მოვუწოდო ჯანდაცვის სექტორს, არის ის, რომ ჯანდაცვის სექტორმა შეინარჩუნოს როგორმე მდგრადობა და მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს, რაც არ უნდა ბევრი ახალი შემთხვევა დაფიქსირდეს. მომზადებული შევხვდეთ მას. გადადონ გვერდზე ყველანაირი ცრურწმენები თუ განსხვავებული შეხედულებები, რაც გინდათ ის დაარქვით და იხმარონ რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტები: "რემდესივირი", "მონოკლონური ანტისხეულები", "ტოცილიზუმაბი" “, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა