სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი როცა მოიხდის სასჯელს და ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია მეუფე ნიკოლოზთან წავიდეს

სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა ბუნებრივია, მოუწევს საპატიმროში - როცა მოიხდის სასჯელს და ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში შინაპატიმრობის სახით გააგრძელოს.

როგორც სუბარმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წელი, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.

„მის წინააღმდეგ სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება ეს ჯერ არ ვიცით. შესაბამისად, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, შეუძლია წავიდეს მეუფე ნიკოლოზთან ან რომელ მონასტერშიც უნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი „მოძღვარი მელი“ და რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობა მის ეპარქიაში გააგრძელოს შინაპატიმრობის სახით, რისთვისაც იგი ყველანაირ პირობას შექმნის.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა