სოზარ სუბარი - ლუდმილა დენისოვას დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია

ლუდმილა დენისოვას მე მგონი, დაავიწყდა, რომელი ქვეყნის ომბუდსმენია, რადგან აბსოლუტურად ცდება ომბუდსმენების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვალიფიციურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

„ომბუდსმენი არ არის ექსტერიტორიული პრინციპით, ის თავის ქვეყანაში იცავს ყველა ადამიანის უფლებას, იქნება ამ ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ თუნდაც, მოქალაქეობის არ მქონე პირი. რაც შეეხება ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას, რომ თურმე, სტრესს განიცდის მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნით, თუ რაღაც ამდაგვარი თქვა, როცა ადამიანი ვერ ეგუება ციხის პირობებს და ამის გამო სტრესს განიცდის, მან დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს, ძალიან მარტივი რეცეპტი არსებობს და თუ დანაშაულს ჩაიდენს, მას მოუწევს მსგავს სტრესებთან გამკლავება“, - განაცხადა სუბარმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა