სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დღეს წარადგენს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო კონსილიუმთან ერთად პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მორიგ დასკვნას დღეს, 19 იანვარს წარადგენს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსილიუმის დასკვნის წარდგენა , სასტუმრო "თბილისი მარიოტში" 12:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, დასკვნაში საუბარი იქნება როგორც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხებზე, ისე უფლებრივ ნაწილზე.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მორიგი ვიზიტი ჰქონდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაწეული სამედიცინო მომსახურება შემოწმდა.

იხილეთ ვიდეო: სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას დღეს წარადგენს

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა