დავით სერგეენკო - ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა

ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა, ეს მათი ნება და მათი უფლებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე - სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა ყველა პარტია დაკავებული იყოს იმით, თუ როგორ ჩამოაყალიბოს მწყობრი სტრატეგია, რომ ქვეყანა სწრაფად გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რაც დაკავშირებულია კოვიდთან და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ რეცესიასთან.

"მე ვისურვებდი, რომ მათგან რაღაც კონკრეტული ხედვა მოვისმინო ქვეყნის განვითარების, თუმცა, ისინი არიან ვიწრო სპეციალიზაციით აქციების მიმართულებით. არ მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს.

"შავ სიას" რაც შეეხება, ცუდ, რეპრესიულ ასოციაციებს აღძრავს მეოცე საუკუნის 30- იანი წლების. მე არ მინდა მკაცრი განმსჯელი ვიყო, ამას აქვს მიზეზები, რომ ძალიან მკაცრად არ განვიკითხო (მიხეილ სააკაშვილი) ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე. "შავი სია" არ მგონია კარგი აზრი იყოს,"- განაცხადა სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა