რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ყოფნით გააგრძელებს „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
„საქმე ნამდვილად არ არის კარგად, მაგრამ სამწუხაროდ, რიგგარეშე არჩევნები ვერ იქნება, თუ პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციებიდან, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა" გააგრძელებს პარლამენტში ყოფნით ლეგიტიმაციის მინიჭებას უკანონოდ ძალაუფლების მიმტაცებელი "ქართული ოცნებისათვის", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, ხოლო პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. მისი თქმით, წელს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.