ლევან იოსელიანი - საგამოძიებო კომისიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, მაგრამ ვისურვებდი, „ნაცმოძრაობა" დაბრუნდეს პარლამენტში და ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე, მარტო სააკაშვილი არ არის ქვეყნის დღის წესრიგი

სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, მაგრამ ვისურვებდი, "ნაციონალური მოძრაობა" დაბრუნდეს პარლამენტში და ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე, მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის ამ ქვეყნის დღის წესრიგი, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როცა სხვა საკითხებზე თანამშრომლობის პრეცედენტი შეიქმნება, შემდეგ უფრო მარტივი იქნება შეთანხმებაც. იოსელიანი მიიჩნევს, რომ ურთიერთობებთან დაკავშირებით კოლეგებთან ელემენტარული წესები უნდა ისწავლონ.

"ვისაუბრეთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიც არის მათი ინიციატივა და სჭირდებათ ოპოზიციიდან ხმები. მე ვუთხარი, რომ ჩვენი მხარდაჭერა ამ საგამოძიებო კომისიას არ ექნება, ამას აქვს ბევრი მიზეზი და მას კარგად ესმის ეს მიზეზები, ამაზე არ გვქონია დავა, თუ რატომ არ ვუჭერ მხარს, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ხატიასაც და სხვა პოლიტიკოსებსაც "ნაციონალური მოძრაობიდან" ესმით, რომ ასე ურთიერთობის გაგრძელება კოლეგებთან ოპოზიციაში, არ შეიძლება, შეუძლებელია. არ შეიძლება პარლამენტში არ იყო და განუწყვეტლივ ტალახს ასხამდე ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და აკეთებენ თავის საქმეს, მხარს რომ არ გიჭერენ არ ნიშნავს, რომ შენი მტრები არიან. ამიტომ, ამ საგამოძიებო კომისიას მხარდაჭერა არ ექნება ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში და ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მარტო მიხეილ სააკაშვილი არ არის დღის წესრიგი ამ ქვეყნის, როცა სხვა საკითხებზე თანამშრომლობის პრეცედენტებს შევქმნით, მერე ალბათ უფრო მარტივი იქნება კომუნიკაციაც, შეთანხმებებიც, ამ ეტაპზე ეს სივრცე არ არსებობს, რადგან მთელი ეს პერიოდი იყო ჩვენი, "გირჩის" "გაშავებისთვის", ამან ის შედეგი მოიტანა რაც მოიტანა. ნდობა არ არის ერთმანეთში, ხატია დეკანოიძეს პატივს ვცემ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" რომ ამას ხვალ არ გაიმეორებს, ამის გარანტად ვერც ხატია დადგება და ვერც ვერავინ. ამას სჭირდება საპარლამენტო ცხოვრებაში დაბრუნება და ურთიერთობების სწავლა, დიდი პარტიაა, განსხვავებული ადამიანები არიან მესმის, მაგრამ უნდა ისწავლონ ელემენტარული წესები საკუთარ კოლეგებთან,"- განაცხადა იოსელიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა