საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
„2021 წელი აღსავსე იყო სირთულეებითა და გამოწვევებით მათ შორის მედიატორის პროფესიის წარმომადგენელთათვის, თუმცა ახლად დაფუძნებულმა პროფესიამ დაძლია ყოველი სირთულე და გამოწვევა და დავიწყეთ საქართველოში ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა, რომელიც სოციალური მშვიდობის გზაზე მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო მექანიზმი გახდება.
მინდა მადლობა გადავუხადო მედიაციის ყველა მხარდამჭერს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელებს საქართველოში, ვინც მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში წვლილი შეიტანა. 2022 წელი ახალი მედიატორების პროფესიაში ფართოდ შემოსვლის და მრავალი ახალი გამოწვევევის ღირსეულად გამკლავების წელი იქნება.
ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებას! გისურვებთ ყველა ურთიერთგაუგებრობა შეთანხმებით დაასრულოთ 2022 წელს.- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი ავრცელებს.