ნინო ბურჯანაძე - არა მარტო ფიზიკურად უნდათ სააკაშვილის განადგურება, არამედ ეს არის მენტალური მკვლელობის მცდელობა - ასეთი მეთოდებით ფაშისტები მოქმედებენ

ხელისუფლება ვერ ხვდება, რამდენად ასმაგად, ცუდად შემოუბრუნდება ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ - ვაფრთხილებ საზოგადოებას, ასე ვაფრთხილდებდი 2003-2004 წლებში, როდესაც გაცილებით ნაკლები რამ ხდებოდა, უმძიმესი რეჟიმი ჩამოყალიბდება საქართველოში, - ასე შეაფასა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესი უკვე გასცდა მიხეილ სააკაშვილის საკითხს, რადგან „უსამართლობა ხვალ ყველას კარებზე მოაკაკუნებს.“

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს ყოფილი პრეზიდენტის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ მკვლელობასაც.

„წარმოუდგენელია ის ცინიზმი, რითიც ხელისუფლება მოქმედებს და აუცილებლად, ძალიან მძიმედ დაუბრუნდება. უფრო და უფრო მაწუხებს ის, რომ თავად ხელისუფლება ვერ ხვდება, რამდენად ასმაგად, ცუდად შემოუბრუნდება ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ. ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა იმ ადამიანებისა, ვისაც არ უნდა, რომ იყოს კრიზისის პიკი საახალწლო პერიოდში, ისედაც დაძაბული არიან ადამიანები, - ნებისმიერი, ვისაც მოსწონს თუ არ მოსწონს ოპოზიცია ან სააკაშვილი. დაძაბულობის განმუხტვა, თუნდაც ამ ორი წლის განმავლობაში, უნდა ყოფილიყო ხელისუფლების ამოცანა. ამის სანაცვლოდ, ხელისუფლებამ დაგვანახა როგორი ცინიკურები და ამაზრზენები არიან. არა მარტო ფიზიკურად უნდათ სააკაშვილის განადგურება, რაც უკვე თავისთავად დანაშაულია, არამედ გაცილებით უარესი, ეს არის მენტალური მკვლელობის მცდელობა. როდესაც ვიცით შიგნიდან რა მდგომარეობა არის, ადამიანი შეიძლება გადააქციონ უბრალოდ არსებად და აზროვნების პრობლემები შეუქმნან, ეს არის წარმოუდგენელი რამ. მხოლოდ ფაშისტები მოქმედებენ ასეთი მეთოდებით, რომ თავიანთ მტრებს არა მარტო ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც უსწორდებიან.

ხვალ მე და თქვენ მოგვადგებიან, იმ ადამიანებს, ვინც დღეს გაჩუმებული არიან. კატასტროფისკენ მიდის ეს ქვეყანა და ახალ წლამდე ერთი დღით ადრე გადადგმულმა ამ ნაბიჯმა, მგონია, რომ ბევრი ადამიანი უნდა შეაშინოს და შოკში ჩააგდოს, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მგონია, რომ ოპოზიცია ახლა კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს. ეს უკვე დიდი ხანია გაცდა სააკაშვილის პიროვნებისა და სააკაშვილის პრობლემის სფეროს. ეს არის ის, რაც ხვალ ყველას კარებზე მოაკაკუნებს. ვაფრთხილებ საზოგადოებას, ასე ვაფრთხილდებდი 2003-2004 წლებში, როდესაც გაცილებით ნაკლები რამ ხდებოდა, - მაშინ აქეთ დამიწყო ქილიკი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ჟურნალისტებმა, ოღონდ მერე თვითონ რომ მიადგათ უსამართლობა კარს, აღარ მოეწონათ. ახლაც ვაფრთხილებ ყველას, უმძიმესი რეჟიმი ჩამოყალიბდა საქართველოში. ცინიკური, მენტალურად პროვინციული და ბანდიტიზმით და რუსული, ბნელი 90-იანების პერიოდში ნაშოვნი ფულის მენტალიტეტით. მგონია, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელი პერსპექტივაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა