ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის განადგურება - მასობრივი შიმშილობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს

ის განცხადებები, რაც კეთდება, თუ არ იქნება მიღებული, ბუნებრივია შემდეგ სხვა მეთოდებს ვნახავთ, რეალურად როგორია დასავლეთის წნეხი იმ ხელისუფლებაზე, რომელიც იგნორს უკეთებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მასობრივი შიმშილობა დაიწყო, რადგან, მისივე თქმით, ეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესს ხელს შეუწყობს.

„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის განადგურება. ეს აქვს ხელისუფლებას ჩაფიქრებული და ამას აკეთებს ციხეში. უბრალოდ, ვინაიდან ჯერჯერობით ძალიან მაღალი კონტროლის და ყურადღების ქვეშ არის, რაღაც რაღაცები არ გამოსდით. ორი დღის წინ რაც განვითარდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, იმ მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგით, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება ასეთი მასშტაბური შიმშილობის დაწყების. ამ ხელისუფლებასთან სხვა ენა არ ჭრის. ახლა ამათ უნდოდათ, რომ საახალწლო დღეები ისე გადაეგორებინათ, საცივებით და გოჭებით პირში, როდესაც ნახევარი საქართველო შიმშილობს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ. დიახ, ეს პროტესტი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ეს შიმშილობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მაგრამ ამას ნუ დაუკავშირებთ იმას პირდაპირ, რომ შიმშილობის დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება თუ არ გათავისუფლდება, ეს არ არის პირდაპირ დაკავშირებული ამასთან, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა