საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ და "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ქუთაისში საზეიმო სიმბოლური ლენტის გაჭრით გახსნეს ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში სასამართლო მედიაციის ცენტრები.
„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, რეგიონალურ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას ქვეყანაში.
როგორც „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასოციაცია მუდმივად ცდილობს საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გახსნილი მედიაციის ცენტრები ემსახურება მხარდამჭერი და ნეიტრალური გარემოს შექმნას საზოგადოებისათვის, სადაც მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედიატორების დახმარებით სწრაფად და მშვიდობიანად მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება მედიაციის საშუალებით.