ირაკლი კობახიძე - შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაამშვენებდა ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს

მე მოგიწოდებდით, რომ კარგად დააკვირდეთ მომდევნო სამი წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ ეს მადლობის სიტყვები სამომავლოდ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარე კახა კუჭავას რთულ პოლიტიკურ ვითარებაში სწორად წარმართული სამუშაო პროცესისთვის და ამასთანავე, აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული შალვა პაპუაშვილი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით, დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს.

„მეც შევუერთდები მადლობას კახა კუჭავას მიმართ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, გუნდს მთლიანად და მე პირადად და შესაბამისად, მე ვარ სუბიექტური მის მიმართ, მაგრამ, ალბათ, თამამად შეიძლება საუბარი იმაზე, რომ კახა კუჭავა იყო პარლამენტის ძალიან ღირსეული თავმჯდომარე, რომელიც ძალიან რთულ დროს გამორჩეულად სწორად უძღვებოდა პარლამენტის მუშაობას და დღეს მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი საქებარი და მადლობის სიტყვა მოვისმინეთ ჩვენ არა მხოლოდ უმრავლესობის წევრთა მხრიდან, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც მის მიმართ. მე მახსოვს კახა კუჭავას არჩევის დროს არაერთი, არა მარტო აგრესიული, არამედ შეურაცხმყოფელი განცხადებაც და დღეს ეს განცხადებები ჩაანაცვლა მადლობის სიტყვებმა. მე მოგიწოდებდით, რომ კარგად დააკვირდეთ მომდევნო სამი წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილის საქმიანობას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და მადლობის სიტყვები მას უთხრათ ხოლმე საქმიანობის პროცესში და არ შემოინახოთ ეს მადლობის სიტყვები სამომავლოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი სამი წლის განმავლობაში მინიმუმ ის ძალიან ბევრ მადლობის სიტყვას დაიმსახურებს როგორც ჩვენ პოლიტიკური გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც.

განსაკუთრებით გამოვყოფ საარჩევნო რეფორმას, რომელსაც შალვა პაპუაშვილი წარმართავდა ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგასთან, ლევან იოსელიანთან ერთად და ეს საარჩევნო რეფორმა იყო ძალიან წარმატებული, თავად პროცესმა კი აჩვენა, რომ ჩვენ შეგვძლებია ერთად მუშაობა და შეგვძლებია ერთად გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე, თუნდაც ისეთ რთულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის საარჩევნო რეფორმის გატარება და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ შალვა პაპუაშვილი ძალიან ღირსეულად გაუძღვება მთლიანად პარლამენტის მუშაობას.

თავისი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს. გარდა პროფესიონალიზმის, შალვა არის უაღრესად წესიერი ადამიანი და სამართლიანი, პრინციპული ადამიანი, ეს არის სწორედ ის თვისებები, რაც სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარეს და ეს არის ის თვისებები, რომლის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არჩევანი შეაჩერა შალვა პაპუაშვილზე, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე მისი წარდგენის შესახებ. მე ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი 3 წლის განმავლობაში შალვა პაპუაშვილი გააძლიერებს პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს, ამ მიმართულებით ბევრი არის გასაკეთებელი და ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის და დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ამასაც ძალიან ღირსეულად გაუძღვება,“- განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა