მიხეილ სააკაშვილს მოუწევს შეგუება, რომ პატიმარი სასჯელს ციხეში უნდა იხდიდეს და არა რომელიმე კურორტზე, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა დაემორჩილოს და დაექვემდებაროს მოქმედ კანონმდებლობას.
"ნებისმიერი პატიმრისთვის განკუთვნილი არის პენიტენციური დაწესებულება და შესაბამისად, სააკაშვილი არის მსჯავრდებული პირი ძალიან მძიმე დანაშაულებებისთვის, აქედან გამომდინარე, ეს ვერც ერთ შევთხვევაში ვერ იქნება საგამონაკლისო წესით სადმე კურორტზე გადაყვანილი მსჯავრდებული. რასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, კეთილი ინებოს და დაემორჩილოს და დაექვემდებაროს. მას მოუწევს შეგუება, რომ პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს ციხეში და არა რომელიმე კურორტზე. საერთოდ არ არის საინტერესო რას ამბობს "ნაციონალური მოძრაობა" და „ემპათია“. "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ბიძის, "კაგებეს" გენერლის დაწერილ გეგმას „ემპათია“ გააჟღერებს, ხაბეიშვილი თუ "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წარმომადგენელი, საინტერესო არ არის", - განაცხადა ღუდუშაურმა.