შალვა პაპუაშვილი - თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი, თუ სიმართლის თქმას, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ, თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ

თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ ვარ ხისტი; თუ იმ სიმართლის თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც თავმჯდომარის პოსტზე მისი არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.

ოპოზიციის შეფასებებზე, რომ პაპუაშვილი ხისტია, ის ამბობს, რომ „მთავარია, ადამიანი გულწრფელი იყოს“.

„ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ადამიანი გულწრფელი იყოს თავის სიტყვებსა და საქმეში. რასაც აქამდე ვამბოდი და ვიტყვი ამის შემდეგ, იქნება ის სიმართლე, რისიც მჯერა და პირდაპირი დამოკიდებულება, რაც მექნება. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და გიზიარებდით, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კახა კუჭავას მიმართ აქვთ.

„უპირველეს ყოვლისა, ძალიან მიხარია ის თბილი სიტყვები, რომლებიც თქვენგან ისმის კახა კუჭავას მიმართ. სამაგალითოა როგორც თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ასევე ის ღირსეული თავმჯდომარეობა, რომელიც კახა კუჭავამ გასწია. კახასთან 20-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ ის არც ჩვენი გუნდიდან გამქრალა და მითუმეტეს, არც ჩემი ცხოვრებიდან. ასე რომ, მიხარია, რომ ოპოზიიცის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა კახას მიმართ. დიდი მადლობა მას, ვინაიდან, მისგან, როგორც მეგობრისგან, მათ შორის პოლიტიკაში, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს. პარლამანტის ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი პასუხობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა