დავით სერგეენკო სააკაშვილზე - ნუ თრგუნავენ ექიმებს და მისცენ საშუალება, ჩამოაყალიბონ პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალი ადგილზე იქნება თუ სხვაგან სადმე

სურვილს დავიტოვებდი, რომ ადვოკატები და პოლიტიკოსები კი არ აქტიურობდნენ კლინიკურ საკითხებში, არამედ ნუ თრგუნავენ ექიმებს და მისცენ საშუალება, ჩამოაყალიბონ პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალი ადგილზე იქნება თუ სადმე სხვაგან,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით სერგეენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის თვალყურს ადევნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„მე შეძლებისდაგვარად თვალყურს ვადევნებ ინფორმაციას, რაც ჩემი კოლეგებისგან, მისი მკურნალი ექიმებისა და კონსილიუმისგან არის, რომლებიც ხაზს უსვამენ იმას, რომ სააკაშვილის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და აღარ არის რაღაც განსაკუთრებული რისკები. მე ისევ იმ სურვილს დავიტოვებდი და გავაჟღერებდი, რომ ადვოკატები და პოლიტიკოსები კი არ აქტიურობდნენ კლინიკურ საკითხებში, არამედ ნუ თრგუნავენ ექიმებს და მისცენ საშუალება, რომ ჩამოაყალიბონ ამ პაციენტისთვის და ნებისმიერი სხვა პაციენტისთვის საუკეთესო გამოსავალი ადგილზე იქნება თუ სადმე სხვაგან. წარმოიდგინეთ, რომ ექიმებმა გააკეთონ კოლექტიური განცხადება და წერილი გამოაქვეყნონ, რომ სისხლის სამართლის თუ სამოქალაქო კოდექსში ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმა ჯობია - მისცენ ექიმებს მუშაობის საშუალება, რომ მათ მიიღონ სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილება“, - განაცხადა სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა