რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეკულაციაა ინფორმაციის გავრცელება, რომ შესაძლოა, გორის ჰოსპიტლის პერსონალმა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე არასწორად გააკეთოს

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეკულაციაა ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გორის სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე არასწორად გააკეთოს.

რატი ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლები ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინეტერესიდან გამომდინარე მოქმედებენ.

„ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, თითქოს სამედიცინო პერსონალმა შესაძლოა იქ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, უბრალოდ სირცხვილია, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ჩვენს ჯარს ემსახურებიან, რომელიც ყველას ძალიან გვეამაყება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისგან. მე მათი ადვოკატების ადგილზე რომ ვიყო, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისა და ღვაწლისთვის, რომელიც კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ გამოიჩინეს. ეტყობა ეს მადლიერების ახალი ფორმააა, რომელსაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები მიმართავენ“,-განაცხადა ბრეგაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა