საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება საზოგადოებრივი მშვიდობის, მართლწესრიგის და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურებოდა.
ამასთან, რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის შესახებ კადრების გასაჯაროება კანონიერი იყო და იუსტიციის სამინისტროს მყარი სამართლებრივი პოზიცია აქვს.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ კონკრეტულ საკითხში მყარი სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. ის გადაწყვეტილება, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ იქნა მიღებული კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად კანონიერი და ემსახურებოდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას და იმის გამორიცხვას, რომ საზოგადოება შეცდომაში ყოფილიყო შეყვანილი. კადრების გასაჯაროება საზოგადოებრივი მშვიდობის, მართლწესრიგის და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურებოდა”, - განაცხადა ბრეგაძემ.