ნინო ბურჯანაძე - ვოლსკი ხმის ამოღებას გაბედავდა სააკაშვილის თანდასწრებით? შეიძლება გული წასვლოდა შიშით სააკაშვილს რომ დაინახავდა და ახლა როგორ გონორზეა

ვოლსკი ხმის ამოღებას გაბედავდა სააკაშვილის თანდასწრებით? შეიძლება გული წასვლოდა შიშით სააკაშვილს რომ დაინახავდა და ახლა როგორ გონორზეა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია ვოლსკის განცხადებას მიხეილ სააკაშვილზე.

მისი თქმით, გია ვოლსკი სააკაშვილის ოპოზიციაში არასდროს ყოფილა და ხმა არ ამოუღია.

„ვოლსკის განცხადება ვნახე, რა ბოდვააო მორატორიუმიო ადამიანზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. ისე რას უშვრება ადამიანს ხელისუფლება და ძალაუფლება?! ვოლსკი ხმის ამოღებას გაბედავდა სააკაშვილის თანდასწრებით? შეიძლება გული წასვლოდა შიშით სააკაშვილს რომ დაინახავდა და ახლა როგორ გონორზეა და როგორ ხმამაღლა ლაპარაკობს.

რად უნდა ინფორმაცია, მე მახსოვს, როგორ იყო ვოლსკი გაყუჩებული სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ვოლსკი ოპოზიციაში იყო სააკაშვილთან? ხმა არ მახსოვს მისგან ამოღებული არც სამინისტროში მუშაობის შემდეგ, არც მაშინ, როცა მე ოპოზიციაში ვიყავი და ახლა ძალიან ვაჟკაცურად ყოყლოჩინობს. ოდესმე იმედია მსგავსი რამეები საქართველოში მოწონების საგანი აღარ იქნება და ამის გამო ადამიანებს აღარ დააწინაურებენ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა