ზურაბ ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილს არ აქვს იმის ილუზია, რომ შეძლებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებას და ამას არც აპირებს -  საიდან მოდის გიორგი მარგველაშვილის ოპტიმიზმი, არ ვიცი

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს იმის ილუზია, რომ ის შეძლებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებას და ამას არც აპირებს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ახლა, ამ წუთში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში ჩარევას და რაიმე მცდელობას, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, უბრალოდ არ აპირებს. პრეზიდენტ მარგველაშვილს შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ აქედან რამე გამოვა, თუმცა, არ ვიცი რას ეფუძნება ეს იმედი. სალომე ზურაბიშვილმა მითხრა, რომ მას არ აქვს ილუზია, რომ ის შეძლებს და დაძლევს იმას, რისი დაძლევაც ვერ შეძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ამხელა ავტორიტეტითა და წონით. შესაბამისად, არც აპირებს ამ პროცესში რამენაირად ჩარევას. სალომე ზურაბიშვილს არ აქვს იმის ილუზია, რომ ის შეძლებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შერიგებას და ამას არც აპირებს. ამიტომ საიდან მოდის გიორგი მარგველაშვილის ეს ოპტიმიზმი, არ ვიცი. მათ შორის, რაც ისაუბრა, ერთის მხრივ აცხადებდა, რომ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი და ის „ქართულ ოცნებას“ ჰყავს დაჭერილი, უზის ციხეში და მეორე მხრივ იმედი გქონდეს, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკების პროცესით აქედან შეიძლება რაღაც გამოადნო და ფიქრობდე, „ქართული ოცნება“ რაღაცას დათმობს, მგონია, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თან, უკანასკნელი თვეების განმავლობაში რაზეც კი შევთანხმდით, ყველაფერზე „გადაგვაგდეს" და არამხოლოდ ჩვენ, ამერიკა და ევროკავშირი, ჩვენზე ბევრად წონიანი ხალხი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა