არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არაფრის გამოსწორებას არ ველოდებით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას.
მისი თქმით, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს.
ამასთან, დამენიას თქმით, ის რამის გამოსწორებას არ ელოდება.
„ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა მმართველობის ისეთი სისტემა, რომლის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობენ პოლიტიკური ფიგურები, არსებობენ ნომინალური შემსრულებლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებულები. ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არაფრის გამოსწორებას არ ველოდებით. პანდემიის ამ რთული პირობების მდგომარეობაში, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი დღეს წარადგინა. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი ზურაბ აზარაშვილი იქნება, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.