ეკატერინე ტიკარაძე - მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს ამას კიდევ ერთხელ უარვყოფ - ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს

თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულებს ახალი მინისტრისგან შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონდეთ.

„მნიშვნელოვანი იყო სამწლიანი მუშაობის შეფასება გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაგვესაჯაროებინა იმ ქმედებების და იმ შედეგების ნაწილი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში შედეგად დადო. ასევე, ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამინისტროში, ვინაიდან ეს გარკვეულწილად ასტიმულირებს მათ შემდგომ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრისგან და შემდგომ ახალი მინისტრისგანაც მათ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, ვინაიდან სამინისტროში არიან მაღალპროფესიონალი კადრები, რომლებიც არიან საჯარო მოხელეები და ისინი მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ არ დააკონკრეტა, თუ სად აპირებს წასვლას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის ოფიციალურად დატოვების შემდეგ.

„არ მაქვს გეგმაში გავასაჯაროვო, თუ სად ვიქნები. იმ დროს, როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ", - განმარტა ტიკარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერს ჩართულობისთვის. ეკატერინე ტიკარაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო დაპირისპირების არსებობა უარყო.

„არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, პასუხისმგებლობისგან თავი არ ამირიდებია. ეს გამოჩნდება იანვარშიც, ვინაიდან ისევ აქტიურად ვიქნები ჯანდაცვის სფეროში ჩართული. ეს არის ჩემი პროფესია და ჩემი მიზანიც, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს გვქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს ამას კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა