გია ვოლსკი - შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ არ გაამართლა - ამ ვაკუუმის შესავსებად, სააკაშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაწყებულ შიმშილობას.

როგორც ვოლსკი განმარტავს, ეს თემა არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

"შიმშილობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც არ გაამართლა ამ ძალისმიერი მეთოდით პროცესების განვითარებამ, რომელიც შეეხება მუდმივი დესტაბილიზაციის სხვადასხვა ელემენტების პრაქტიკას. ეს თემაც არ არის ის, რაც საზოგადოებას აინტერესებს. აქედან გამომდინარე, ამ ვაკუუმის და ამ სივრცის შესავსებად, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა,“ - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ამჟამად 12 კარავია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. ისინი მოითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა