თან შიმშილობა და თან მოლაპარაკებების წარმართვა, სწორედ იმ მიზანზე მიუთითებს, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” შერიგების საფარქვეშ გააჩნია - შერიგებას იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ რამენაირად, მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აარიდოს, რაც ვერ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა განუცხადა.
მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისი არსით იმდენად აგრესიულია, რომ მასთან რაიმე კონსტრუქციულობაზე საუბარი შეუძლებელია.
"ეს არ გამოვა - ეს არის ერთმანეთის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა. შერიგებისა და ეროვნული თანხმობის იმედი გამაჩნია, მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილთან და მის თანამზრახველებთან", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.