მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, 7 ნოემბრის საქმეზე, სასამართლოში ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და გენშტაბის ყოფილი უფროსის ზაზა გოგავას დაკითხვას მოითხოვენ.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

როგორც ბასილაია განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრება.

"მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და მისი პოლიტიკურ მძევლობაში აყვანა მოხდა, პერმანენტულად ვითხოვდით სასამართლო პროცესების გამართვას, მაგრამ პროცესებს არ ნიშნავდნენ. შემდეგ, ჩანიშნულ სხდომებზე აღარ მოჰყავდათ, მისი ჯანმრთელობის დამძიმებას ელოდებოდნენ. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა იპოვა ძალა და ორჯერ დაესწრო სასამართლო განხილვებს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მან დღეს პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.

რაც შეეხება უშუალოდ პროცესს, ამ საქმის მიმდინარეობისას, ისევე როგორც "პიჯაკების" საქმის მიმდინარეობისას საზოგადოებამ იხილა, რომ პროკურატურა ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანას წარმოადგენს და სიმართლის ძიებასთან ამ საქმეს არავითარი ადგილი არ აქვს, აქედან გამომდინარე, პროკურატურა დღესაც პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხებს წამოაყენებს.

ჩვენი ორი სამართლებრივად მნიშვნელოვანი შუამდგომლობა გვექნება. პირველი ეხება მტკიცებულებების დართვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების შელახვას ადასტურებს პენიტენციურ სისტემაში, ამავე დროს, ჩვენ მოვითხოვთ ამ საქმეზე უკვე დაკითხული ორი მოწმის ხელახალ დაკითხვას, მხოლოდ მათ ჩვენებებშია მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებული. ესენი გახლავთ ბატონი ზაზა გოგავა და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე",- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ტკბობაშია, შეუძლია ხელების გადაგრეხვის შემდეგ სუსტ ოპოზიციას თავში წამოარტყას, ოპოზიცია კი თავის დღის წესრიგს ვერ აყალიბებს, რასაც აყალიბებს, ისიც აცდენილია ხალხის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2022
ვიტალი ბალა - ვიდრე უკრაინას არ ექნება არა ამერიკული, არამედ უკრაინული რაკეტები, რომლებიც მოსკოვზე იქნება დამიზნებული, კრემლს ყოველთვის ექნება საშუალება, უკრაინა ომის დაწყებით დააშანტაჟოს
განსაკუთრებული შეთავაზება პროექტისგან „მოედანი“
შეარჩიე სასურველი პირობა და ჩაირთე სილქფესტის პაკეტები მთელი თვით
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა - II ეტაპის წარდგენა